მერია ბაღების აღსაზრდელებისათვის პროდუქტის გაცემას იწყებს
ხელვაჩაურის მერია საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის არამალფუჭებადი პროდუქტის გაცემას იწყებს. ბავშვების მშობლებს პროდუქტების მიღება ხვალიდან შეეძლებათ.
როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსთან დაკავშირებით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში ბავშვთა კვებისთვის ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, ისევ პატარებს მოხმარდება.