მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი მიულოცეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერან, თამარა კამენცევას ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი მიულოცეს.
თამარა კამენცევა 1920 წლის 1 მაისს, რუსეთში დაიბადა. ფრონტს ომის დაწყებისთანავე 1941 წელს შეუერთდა. მომავალი მეუღლე, ბორის ჩულიჩი, ომიდან დაბრუნებულმა გაიცნო, რომელზეც 1951 წელს იქორწინა. საქართველოსთან კი ქართველმა სიძემ (ქალიშვილის მეუღლემ) დააკავშირა და 1975 წლიდან ხელვაჩაურში ცხოვრობს. ქალბატონი თამარა 40 წლის განმავლობაში, სკოლაში ასწავლიდა ქიმია-ბიოლოგიას, გახლავთ დამსახურებული პედაგოგი. ჰყავს ოთხი შვილი, 10 შვილიშვილი და 12 შვილთაშვილი.
1 მაისს თამარა კამენცევას 100 წელი შეუსრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიამ თამარა კამენცევას 500 ლარი გადასცა საჩუქრად.
ასევე, 300 ლარი გადაეცა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლის ოჯახს, მოედინ ხუნდაძეს.