რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში
07-09 დეკემბერს, სოფელ ახალსოფლის სასპორტო სკოლაში ჩატარდა ღვაწლმოსილი პედაგოგის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ღირსების ორდენის კავალერის ზიგფრიდ ჩხაიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრი გაიმართა 12 წონით კატეგორიაში. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და შესაბამისი ხარისხის სიგელებით.