საახალწლო სპექტაკლის ჩვენება კულტურის ცენტრში

საახალწლო სპექტაკლის ჩვენება კულტურის ცენტრში
კულტურის ცენტრის დარბაზში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისა და საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის საახალწლო სპექტაკლის ჩვენება დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერმა ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ტკბილეული გადასცა.

სპექტაკლის ჩვენება 29 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღე, 12:00 საათზე გაიმართება და მას მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2100 ბავშვი დაესწრება. ბავშვების ტრანსპორტირებას მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.