საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურის ახალგარზდობის ცენტრში
22 ოქტომბერს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" პროგრამების წარდგინება გაიმართა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია მიმდინარე და სამომავლო, ასევე, აღნიშნული ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრას წარუძღვნენ: ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით მიქელაძე, ამავე ცენტრის თანამშრომლები და ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" წარმომადგედგენლები.
დღეს გამართულ საინფორმაციო შეხვედრას ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - არჩილ ბარამიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 40 მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.