საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურის მერიაში
დღეს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო გუგუშვილმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში შეხვედრა გამართეს თემაზე ,,საინფორმაციო კამპანია ტუბერკულოზის, C ჰეპატიტის და შიდსის და მათი ინტეგრირებული სკრინინგის შესახებ აჭარაში".
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.