საინფორმაციო ტრენინგი ,კრიზისული პერიოდი და მასთან გამკლავების სტრატეგიები''

საინფორმაციო ტრენინგი ,კრიზისული პერიოდი და მასთან გამკლავების სტრატეგიები''
18 აპრილს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით თემაზე: ,,კრიზისული პერიოდი და მასთან გამკლავების სტრატეგიები'' საინფორმაციო ტრენინგი გაიმართა მოწვეულ ფსიქოლოგთან ერთად.
ონლაინ შეხვედრას წარუძღვა ფსიქოლოგი მარეხი მგელაძე, რომელმაც მოზარდებსა და ახალგაზრდებს კრიზისული სიტუაციების მართვის სტრატეგიების შესახებ რეკომენდაციები გაუზიარა, ასევე, საოჯახო პირობებში განწყობის გაუმჯობესებისა და სტრესის დაძლევის რამდენიმე მეთოდი გააცნო.
დისტანციური შეხვედრა აქტიურ რეჟიმში წარიმართა. ფსიქოლოგმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და პანდემიის არსებულ სიტუაციაში მათ ონლაინ კონტაქტის მზადყოფნა შესთავაზა.
საინფორმაციო ტრენინგს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სულ 16 ახალგაზრდა შეუერთდა.