საკრებულოს მორიგი სხდომა
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წერიგით გათვალისწინებულ 2 საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე განსახილველად წარდგენილი იყო მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი. დადგენილების პროექტის თანახმად ხარჯვითი ნაწილი 230029 ლარით მოიმატებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ აზრთა სხვადასხვაობის გამო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები სხდომას არ დასწრებიან.
სხდომაზე ასევე წარდგენილი იყო განკარგულების პროექტი, რომელიც სოფელ სალიბაურში მცხოვრები მოქალაქის საცხოვრებელი ბინის საკუთარებაში გადაცემა ითვასწინებდა, საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერით დამტკიცდა.შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ სალიბაურში მდებარე 37,53 კვმ საცხოვრებელი ბინა შემდგომში იქ მცხოვრები მოქალაქისათვის საკუთრებაში გადასაცემის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას გადაეცა.