საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საველე სამუშაოები

საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საველე სამუშაოები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებმა საველე სამუშაოები განახორციელეს შარაბიძეების, ახალშენის და ჭარნალის თემის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კომისიის წევრებმა ადგილზე დაათვალიერეს მიწის ნაკვეთები. შესაბამის გადაწყვეტილებას კომისია შემდეგ სხდომაზე მიიღებს.