სამუშაო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში დასრულდა
,,მაჭახლის დაცული ლანდშაფტის პროექტის" ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის სამუშაო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში დასრულდა.
13-14 აგვისტოს სამუშაო შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ,,ბოჰემიური შვეიცარიის ეროვნული პარკისა" და ,,ლაბსკე პისკოვიცეს დაცული ლანდშაფტის" ადმინისტრაციებში. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა სრბსკა კამენიცეს ადმინისტრაციული ერთეულის მერთან იტკა ვოგლოვასთან.
15-16 აგვისტოს შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ,,პოდიჟის ეროვნულ პარკში’’ და ავსტრიის ჩრთილოეთ ნაწილში მდებარე ,,თაიტალის ეროვნულ პარკში’’.
შეხვედრებზე განიხილეს დაცული ტერიტორიების მართვის დადებითი მხარეები - დაცულ ლანდშაფტში მდელოების რეგულირების, ტბორების მოწყობის, ნაკადულების შენარჩუნების მექანიზმები. საველე გასვლებისას, ადგილზე იქნა განხილული დაცულ ლანდშაფტში სამშენებლო რეგულაციების დარღვევისა და სოფლების შეუსაბამო განვითარების მაგალითები. ასევე, დაცული ტერიტორიების მართვის დაგეგმვის, ზონირების და სხვა საკითხები.
აღნიშნული ვიზიტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) აჭარის დაცული ტერიტორიების პროექტის მენეჯერის - ირაკლი გორაძის მიერ იყო ორგანიზებული.
ქართული დელეგაცია დაკომპლექტებული იყო აჭარის არ უმაღლესი საბჭოს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამმართველოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მაჭახლის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებით.