საქართველოს პარლამენტის წევრების სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში
დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე და პარლამენტის წევრი სვიმონ ნოზაძე ხელვაჩაურის მუნიპალიტეტის მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს უმრავლესობას შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებებისა და არსებული პრობლემების გაცნობა იყო.
შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი მიწის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე გაკეთდა.
მუნიციპალიტეტში არსებულ გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია, თამარ ჩუგოშვილმა მუნიციპალური გენდერული თანასწოროების საბჭოს თავმჯდომარე გურანდა დოლიძისგან მიიღო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.