საქველმოქმედო ღონისძიება ხელვაჩაურში

საქველმოქმედო ღონისძიება ხელვაჩაურში
სს "აჭარის წყლის ალიანსის" და საკონსულტაციო კომპანია MACS-ის ერთობლივი მხარდაჭერით, მერის პირველმა მოადგილემ - კახაბერ ფუტკარაძემ, კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ხელვაჩაურში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ 20 ოჯახს სასურსათო კალათები გადასცა.
საქველმოქმედო ღონისძიება ძირითადი რეკომენდაციების დაცვით განხორციელდა.