შეხვედრები ხელვაჩაურის მოსახლეობასთან
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გრძელდება. დღეს, შეხვედრები ახალშენისა და სარფის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გაიმართა.
მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებთან ერთად, მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა მერაბამ კარანაძემ, აჭარის არ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა.
მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტად სასმელი წყლის 24 საათიან რეჟიმში მიწოდება რჩება. ძირითდ მოთხოვნებს წარმოადგენს ასევე, შიდა სასოფლო გზებისა და გარე განათების მოწყობა.
სახელისუფლებო გუნდის შეხვედრები მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.