შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება სოფელ ჭარნალში

შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება სოფელ ჭარნალში
სოფელ ჭარნალში, ვლადიმერ ხიმშიაშვილის სახლიდან მუსლიმთა სამლოცველომდე, სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული გზის მონაკვეთზე ასევე დაგემილია რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა. პროექტის ღირებულება 109 295 ლარს შეადგენს. ობიექტზე სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდება.