სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის სხდომა

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის სხდომა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს. დადგენილების პროექტის თანახმად, რომელიც მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითვალსიწინებს, როგორც საკითხსი მომხსენებელმა განაცხადა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 70756 ლარით იზრდება. ბენეფიციართა მომართვიანობის ზრდის შედეგად ცვლილება შედის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პროგრამებში. სოფელ სიმონეთში სკვერის მოსაწყობად დამატებით 8470 ლარი გამოიყოფა. სოფელ ხელვაცაურის საჯარო სკოლასთან სკვერისა და მინი მოედნის მოსაწყობად დამატებით 22850 ლარი დაიხარჯება. კომისიის სხდომაზე აღნიშნული საკითხების განხილვის შემდგომ გადაწყდა,რომ საკითხები ბიუროს სხდომაზე გავიდეს შემდგომი რეაგირებისათვის.