სოფელ აგარაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის მდგომარეობა მერიის შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა
„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელმა ადგილობრივმა კომისიამ“ სოფელ აგარაში მცხოვრები არჩილ ასამბაძის ოჯახის მდგომარეობა შეისწავლა. 4 მარტს, ხანძრის შედეგად არჩილ ასამბაძის 2 სართულიანი ხის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
მუნიციპალიტეტის მერიამ დაზარალებული ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყო.
ადგილობრივმა კომისიამ მოამზადა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ოჯახზე ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით „აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეულ სამთავრობო კომისიას“ გაეგზავნება .