სოც. დაუცველი ბავშვებისათვის სპექტაკლის ჩვენება გაიმართა
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სპექტაკლის ჩვენება მოეწყო. სპექტაკლს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე და საკრებულოს ბიუროს წევრები დაესწრნენ.