სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობა სოფელ ხელვაჩაურში
სოფელ ხელვაჩაურში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო მინი საბეხბურთო მოედნისა და სკვერის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 116 000 ლარს.
ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს ახორციელებს შპს „დიდგორი“. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება.