წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ,,წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს". აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საბავშვო ბიბლიოთეკაში გაიმართა მწერალთა კავშირის წევრის, პოეტ ვარდო დევაძის ახალი საბავშვო წიგნის ,,ეს შენი საქართველოა" პრეზენტაცია.
 
15:00 საათზე ხელვაჩაურის ბიბლიოთეკაში საჯარო მოხელეებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით შედგა წიგნის საჯაროდ წაკითხვის ღონისძიება. ასევე, დღის ბოლოს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა მწერალთან თენგო დოლიძესთან.