ახალგაზრდული საბჭოს პირველი სხდომა

ახალგაზრდული საბჭოს პირველი სხდომა
ახალგაზრდული საბჭოს პირველი სხდომა
ახალგაზრდული საბჭოს პირველი სხდომა
ახალგაზრდული საბჭოს პირველი სხდომა
ახალგაზრდული საბჭოს პირველი სხდომა
ახალგაზრდული საბჭოს პირველი სხდომა
ახალგაზრდული საბჭოს პირველი სხდომა
ახალგაზრდული საბჭოს პირველი სხდომა
ახალგაზრდული საბჭოს პირველი სხდომა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან პირველი შეხვედრა გამართა.
➡️მერმა, ახალგაზრდებთან მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა, საბჭოს წევრებს მუნიციპალიტეტის საქმიანობით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა, რადგან მნიშვნელოვანია ახალგაზრდული საბჭოს ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ერთობლივი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებისათვის, რათა მაქსიმალურად სწორად განისაზღვროს მომავალი თაობისთვის საჭირო სტრატეგია.
➡️ამასთან, საბჭოს წევრებმა მერს, მათი ინიციატივები გააცნეს და მიმდინარე და სამომავლო გეგმები განიხილეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
➡️მერის სათათბირო ორგანომ - ახალგაზრდულმა საბჭომ თავმჯდომარედ ლია ნაგერვაძე, მოადგილედ ნინო მახაჭაძე, მდივნად ანა ზოიძე აირჩია.
➡️ახალგაზრდული საბჭო ირჩევა მერის არჩევის ვადით და დაკომპლექტებულია 14 - დან 29 წლის ჩათვლით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებით.
➡️შეხვედრას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე და განათლებისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.