ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 4541014 ლარით იზრდება

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი  4541014 ლარით იზრდება

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ გარეშე  სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე დასამტკიცებლად  2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები იყო წარდგენილი.

მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯები 4541014 ლარით იზრდება, გაზრდილი ბიუჯეტი  სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება, მათ შორის

500 000 ლარი ორი სოციალური სახლის მშენებლობისათვის დაიხარჯება. მოეწყობა ფერდამცავი კედლები სტიქიის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებთან,სოფელ ახალსოფელში  სასმელი წყლის რეაბილიტაციისათვის 350 000 ლარი გამოიყო, სოფელ ომბოლოში ჭაბურღილის რეზერვუარისა და მაგისტრალის მოსაწყობად კი 253 661 დაიხარჯება.

სოციალური პროგრამების ბიუჯეტი დამატებით 8 000 ლარით გაიზარდა.