განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები საგრანტო პროგრმა

???????? აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი
✅ განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები
✅ იაპონიის მთავრობის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ,,განახლებადი ენერგია ტყის მდგრადი მართვისა და თემების მედეგობის გაძლიერებისთვის’’ პროექტის ფარგლებში აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)აიპ აგროსერვის ცენტრი „განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები“ - ს საგრანტო პროგრმას ახორციელებს.
✅ საგრანტო პროგრამა ხორციელდება მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაში შემავალ სოფლებში.
✅ მზის ელექტრო ფოტოვოლტური სისტემისა და მზის წყლის გამაცხელებლის მთლიანი ღირებულების 90% დაფინანსებას უზრუნველყოფს საგრანტო პროგრამა.
✅ ბენეფიციარის თანამონაწილეობა შეადგენს განაცხადის მთლიანი ღირებულების არანაკლებ 10 %.
✅ გრანტის მოცულობა მზის წყლის გამაცხელებლზე შეადგენს არაუმეტეს 2460 ლარს, ხოლო მზის ელექტრო( ფოტოვოლტურ ) სისტემაზე არაუმეტეს 7420 ლარს.
(წყლის გამაცხელებელი - მოცულობა მინიმუმ 200 ლიტრი. მზის ელექტრო ფოტოვოლტური სისტემის სიმძლავრე - მინიმუმ 2,7 კილოვატი).
✅ პროგრამაში ჩართვის მიზნით განაცხადები მიიღება 2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
✅ მის: ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი, ბათუმი, გოგებაშვილის 46ა
მაჭახელას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა, ხელვაჩაური, სოფ. აჭარისაღმართი,
ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით agroservice.centre@yahoo.com
✅ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ვებ გვერდზე
AGROSC.GE
ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0422 276465