დამწყები მეწარმე ქალებისა და ოჯახების გაძლიერების მიზნით საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

დამწყები მეწარმე ქალებისა და ოჯახების გაძლიერების მიზნით საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
????ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, დამწყები მეწარმე ქალებისა და ოჯახების გაძლიერების მიზნით საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, რომლის საერთო ბიუჯეტი 30 000 ლარით განისაზღვრა.
????დაფინანსების ოდენობა თითოეულ ბენეფიციარზე მაქსიმუმ 4500 ლარს შეადგენს, ხოლო განმცხადებლის წილი 20% უნდა შეადგენდეს.
???? განცხადებები მიიღება, ხელვაჩაურის მერიის საქმისწარმოების განყოფილებაში.
პროგრამა ქალთა ოთახის მიერ ხორციელდება.
????დაინტერესებულ პირებს განაცხადი შეუძლიათ წარმოადგინონ 2024 წლის 11 მარტამდე.