ინტელექტუალური თამაში ღია ცის ქვეშ

ინტელექტუალური თამაში ღია ცის ქვეშ
ინტელექტუალური თამაში ღია ცის ქვეშ
ინტელექტუალური თამაში ღია ცის ქვეშ
ინტელექტუალური თამაში ღია ცის ქვეშ
23 ივლისს, ხელვაჩურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ღია ცის ქვეშ, ინტელექტუალური თამაში გაიმართა.
თამაში ახალგაზრდებისთვის აქტიურ და საინტერესო რეჟიმში მიმდინარეობდა. სულ დაისვა 40 შეკითხვა.
გამოვლინდა გამარჯვებული, ასევე, საუკეთესო შედეგების მქონე ხუთეული. თამაშის გამარჯვებული გახდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტი-ანრი დიასამიძე, რომელსაც სასაჩუქრე მაღაზიის 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა საჩუქრად. ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულმა ახალგაზრდებმა: გიორგი ზოიძემ, ხატია კახიძემ, ნინო სურმანიძემ, ასლან კომახიძემ და დიანა ფუტკარაძემ საჩუქრად 80-80 ლარიანი ვაუჩერები მიიღეს.
ინტელექტუალურ თამაშს აჭარის ინტელექტკლუბის წარმომადგენელი-ზურაბ მესხიძე წარუძღვა. თამაშს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ინტელექტუალურ თამაშში ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ,,ინტელექტკლუბის-2021", 30 აქტიური ახალგაზრდა მონაწილეობდა.
დღესვე, ყველა მონაწილეს ,,კოვიდ-19" ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარდათ.
ინტელექტუალური თამაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.