კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა
დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს.
განსახილველ საკითხებს შორის იყო დადგენილებების პროექტები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებები და ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივი¬დუალური საცხოვრებელი სახლების, მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი II კლასის დამხმარე ხასიათის შენობა-ნაგებობების და II კლასის ღობეების მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის) მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“.
სხდომაზე გადაწყდა,რომ განხილული საკითხები დასამტკიცებლად გავიდეს ბიუროსა და საკრებულოს სხდომაზე.