კონკურსის მეორე ეტაპი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გასაუბრების ეტაპი გაიმართა 4 ვაკანტურ პოზიციაზე. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურებში
კონკურსში 8 აპლიკანტი მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ ვაკანტურია
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში სპეციალისტის პოზიცია,
სოციალური პროგრამების მართვის განყოფილებაში 1 სპეციალისტის პოზიცია,
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიცია,
მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილებაში 1 სპეციალისტის პოზიცია,
საპროექტო განყოფილებაში 1 პოზიცია.
შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.