"მოყვარულთა თასი 2020" ფეხბურთში

"მოყვარულთა თასი 2020" ფეხბურთში

"მოყვარულთა თასი 2020"-ის გამარჯვებული კირნათის გუნდი გახდა. შეჯიბრებაში 90 ახალგაზრდა მონაწილეობდა. მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ კირნათის გუნდს გამარჯვება მიულოცა და აჭარის რეგიონალურ ტურნირზე წარმატება უსურვა.

ტურნირი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება.