მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 29 170 229 ლარით
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განსახილველად 6 საკითხი იყო წარდგენილი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში შესატან ცვლილებებზე მოხსენება მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ გააკეთა. პროექტის თანახმად საბოლოო ბიუჯეტი განისაზღვრა 29 170 229 ლარით.
დღესვე სხდომაზე მიღებული განკარგულების პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის სპორტსმენებისა და პირად მწვრთნელთა მიერ 2022 წლის განმავლობაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებების წასახალისებლად, ერთჯერადი ფულადი ჯილდოები დაწესდა.