მუნიციპალიტეტის განახლებული სივრცითი გეგმა დამტკიცებულია
????დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე დასამტკიცებლად ორი საკითხი იყო წარდგენილი.
????მუნიციპალიტეტის განახლებული სივრცითი მოწყობის გეგმის მიხედვით,მუნიციპალიტეტი რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა, საცხოვრებელი ზონა, სამრეწველო ზონა, სოფლის მეურნეობის განვითარების ზონა, საკურორტო-სარეკრეაციო ზონა და სპეციალური ზონა (სასაფლაობისათვის).
????2021 წლის კორექტირება მოძველებული მონაცემების განახლებას,გამოვლენილი ქალაქმშენებლობის გარემოებების ასახვას ითვალსიწინებს.
????დღესვე სხდომაზე სოფელ სარფში მდებარე საპლაჟე სექტორის თვიური საიჯარო თანხა განისაზღვრა.