მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექციის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
➡️ ზედა აგარაში მოქალაქე სულხან ბაკურიძის საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი გაბიონის მოწყობა დასრულდა.
პროექტის ღირებულება 14 130 ლარს შეადგენს.
➡️ სოფელ ორთაბათუმში მოქალაქე რუსლან ცენტერაძის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ გზაზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობა დასრულდა.
პროექტის ფინანსდება 48 538 ლარით.
➡️ სოფელ ორთაბათუმში მოქალაქე ციური შარაშიძის საცხოვრებელ სახლთან
ფერდსამაგრი კედლისა და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოების ღირებულება 49 742 ლარს შეადგენს.
➡️ სოფელ ზედა აგარაში მოქალაქე ჟუჟუნა ვარშანიძის საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფინანსდება 52 642 ლარით.