პროგრამის ფარგლებში არსებული და დამწყები სამეწარმეო საქმიანობის თანადაფინანსება

პროგრამის ფარგლებში  არსებული და დამწყები სამეწარმეო საქმიანობის თანადაფინანსება
????სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს არსებული და დამწყები სამეწარმეო საქმიანობის თანადაფინანსებას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში,
გარდა: ქალაქების: ბათუმისა (შეზღუდვა არ ვრცელდება შემოერთებულ ტერიტორიებზე, რომელიც არ მოიცავს ე.წ. სამრეწველო ზონას) და ქობულეთისა.
პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1.500,000 ლარს. ამასთან: პროექტები, რომელთა ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 200,000 ლარს, დაფინანსდება ღირებულების 70% - ით, მაგრამ არაუმეტეს - 100,000.ლარისა,
პროექტები, რომელთა ღირებულება შეადგენს 200,000 ლარზე მეტს, დაფინანსდება ღირებულების 50% ით, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარისა.
პროექტში მონაწილეობის უფლება აქვს:
18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს;
საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
განაცხადების მიღება - 2023 წლის 17 ივლისიდან.
მის: მამია კომახიძის ქ, N 119
ტელეფონი: 0 422 24 78 16
ვებ გვერდი: www. moa.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი
http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=3601&gid=4&fbclid=IwAR2WEnCN_ihx39NikoY7g__T8j1ellsD4aIsBjkBuhR25w-4T7BN3BhG3LI