პროექტის ,,ახალგაზრდული ვარსკვლავის" ფარგლებში ერთ-ერთი აქტივობა ,,მხიარული სტარტები" გაიმართა

27 ოქტომბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის ,,ახალგაზრდული ვარსკვლავის" ფარგლებში ერთ-ერთი აქტივობა ,,მხიარული სტარტები" გაიმართა.
ღონისძიება გასართობ-შემოქმედებითი ხასიათის იყო და სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩეოდა.
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრებისგან შემდგარმა რეგისტრირებულმა გუნდებმა სხვადასხვა საკონკურსო ნომრები შეასრულეს. გამარჯვება გუნდ ,,პეგასს" ერგო და პრიზი-,,ვარსკვლავი" მოიპოვა.
ღონისძიებაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 27 ახალგაზრდა მონაწილეობდა. მონაწილეებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბრენდირებული მაისურები გადაეცათ საჩუქრად. აღნიშნული პროექტის ფარგლებში აქტივობები კვლავ გაგრძელდება.
აქტივობები კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით, მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ,,სწრაფი ტესტის" უარყოფითი პასუხის საფუძველზე გაიმართა.