საინფორმაციო ტრენინგი - "მოხალისეობა და მოხალისეობრივი კულტურა"
31 ივლისს 16:00 საათზე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრებისთვის საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდება, თემაზე: ,,მოხალისეობა და მოხალისეობრივი კულტურა".
ასევე, ღია ცის ქვეშ გაიმართება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ღონისძიებებისა და იმ პროექტების პრეზენტაცია, რომელთა განხორციელებაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში იგეგმება.
ტრენინგს წარუძღვება ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი: მარიკა ფუტკარაძე.