საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე ქალის როლი ეკონომიკაში.
????ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე ,,ქალის როლი ეკონომიკაში''.
➡️შეხვედრის მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება ეკონომიკურ ჭრილში, ქალთა საინიციატივო ჯგუფების გაძლიერების ხელშეწყობა, მათი გააქტიურება გენდერული თანასწორობის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის მშენებლობისთვის.
➡️შეხვედრას ნათია წიკლაშვილი -ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი უძღვენოდა.
➡️შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მინდია დიასამიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.