საჯარო სკოლებს შორის ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში

საჯარო სკოლებს შორის ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში
მაგიდის ჩოგბურთში, ხელვაჩაურის საჯარო სკოლებს შორის ტურნირში (IX-XI კლასი) განთიადის საჯარო სკოლამ გაიმარჯვა.
ტურნირში მეორე ადგილი ჩიქუნეთის, ხოლო მესამე ადგილი აჭარისწყლის სკოლებმა გაინაწილეს.
საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ მედლები და თასები.
ტურნირი ხელვაჩაურის მერიის დაფინანსებით და ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა 60 მოსწავლე.