სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტების განხილვა შარაბიძეებში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტების განხილვის მიზნით, მერის მოადგილე არჩილ ბარამიძე შარაბიძეების ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრები გაიმართა სოფელ მახვილაურში, შარაბიძეებში, ზანაქიძეებსა და ხელვაჩაურში.
ოთხივე სოფელში, მოსახლეობის უმრავლესობამ შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება მოითხოვა.