სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამა
სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო.
მასში მონაწილეობა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იმ სტუდენტებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რეგისტრირებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია: განცხადება ხელვაჩაურის მერის სახელზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი, ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ, 2019-2020 წლის მეორე სემესტრის შედეგები და სტუდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. განცადების მიღება ხელვაჩაურის მერიაში 01 სექტემბრამდე იწარმოებს.