ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში პიროვნული განვითარების შესახებ ტრენინგი ჩატარდა.

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში პიროვნული განვითარების შესახებ ტრენინგი ჩატარდა.
დღეს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში პიროვნული განვითარების შესახებ ტრენინგი ჩატარდა. მოეწყო გუნდური და ინდივიდუალური, პრაქტიკული აქტივობები. საინფორმაციო შეხვედრას ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგი-ქეთი დევაძე წარუძღვა.
საინფორმაციო ტრენინგს ფსიქოლოგთან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 55 ახალგაზრდა დაესწრო.