ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება 2021 წლის 26 მარტს, 12:00 საათზე.
სხდომის დღის წესრიგი
1.დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“.
მომხსენებელი: რეზო ვარშანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი
2.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის შესახებ“.
მომხსენებელი: ჯუმბერ ვარდმანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი
3.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 აგვისტოს #24 განკარგულების „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, შ.პ.ს. „ფერა გრუპი“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, საცხოვრებელი და მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე“ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“.
მომხსენებელი: ზეინაბ კაკაბაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი
4.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფერიის თემის სოფელ ფერიაში ქუჩების სახელდების და საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ნუმერაციის შესახებ“ 2012 წლის 30 ნოემბრის #90 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე,
მომხსენებელი:ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე