ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 28 აპრილს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11  -  საათიდან.

                                                                               სხდომის დღის წესრიგი                                  

 

1.განკარგულების პროექტი-„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში 2022 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების თაობაზე.

მომხსენებელი: გიორგი ქარცივაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი

2.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.

 

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი

 

3.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.

მომხსენებელი: გურანდა დოლიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და  ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე

4.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ“  ზოგადი წესის სრულყოფის თაობაზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.“  

მომხსენებელი: ედნარ ფუტკარაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე   

5.ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს თავმჯდომარის მოადგილის გათავისუფლება-დანიშნვის  თაობაზე.                                 

მომხსენებელი: ედნარ ფუტკარაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე