ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 - საათიდან.
სხდომის დღის წესრიგი
1.დადგენილების პროექტი - “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 07 აპრილის #15 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
მომხსენებელი: თეიმურაზ გაწერელია-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი.
2.განკარგულების პროექტი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ თხილნარსა და სოფელ მახოში მდებარე გარე განათების ბოძების შ.პ.ს „ვი-ჯი-ეს აჭარა“-სთვის“ პირდაპირი გზით სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მათზე საიჯარო ქირის საფასურის დადგენის შესახებ.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი.
3.სხვადასხვა;