ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ხელვაჩაურის საჯარო სკოლებში

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ხელვაჩაურის საჯარო სკოლებში
????️ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, პროექტი "ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ხელვაჩაურის საჯარო სკოლებში", განხორციელდება.
➡️ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები საქართველოს რეგიონებში ჩემპიონატებზე მონაწილეობას შეძლებენ. გამარჯვებულ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
➡️ პროექტის მიზანი არასაგაკვეთილო პერიოდში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდაა.
⤵️ საჯარო სკოლები სპორტის სახეობების მიხედვით:
???? ერგეს საჯარო სკოლა - ძალოსნობა, კალათბურთი, ფეხბურთი.
???? ჭარნალის საჯარო სკოლა - ძალოსნობა.
???? ქედქედის საჯარო სკოლა - თავისუფალი ჭიდაობა, კონტაქტური კარატე.
???? კირნათის საჯარო სკოლა - მაგიდის ჩოგბურთი.
???? მახინჯაურის საჯარო სკოლა - ჭადრაკი.
???? თხილნარის №1 საჯარო სკოლა - ჭადრაკი, ფეხბურთი.
???? განთიადის საჯარო სკოლა - ბერძნულ -რომაული ჭიდაობა.
???? ორთაბათუმის საჯარო სკოლა - ბერძნულ - რომაული ჭიდაობა, ხელბურთი.
????️პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.