დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა
დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი დაამტკიცეს.
განსახილველ საკითხებს შორის იყო დადგენილებების პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებების შესახებ.