შშმ პირთა ინკლუზიასთან დაკავშირებული ღონისძიება

შშმ პირთა ინკლუზიასთან დაკავშირებული ღონისძიება

4 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გასართობ-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო სახალისო აქტივობები, გუნდური თამაშები ანიმატორთან და ზღაპრის გმირებთან ერთად.
გასართობ-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისა და მათი თანატოლების ერთობლივი ჩართულობის უზრუნველყოფის, სასიამოვნო, ემოციებით დატვირთული დღის ერთად გატარების მიზნით.
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, დღეს გამართულ ღონისძებაში ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტში მცხოვრები 60 ახალგაზრდა მონაწილეობდა.