2020 წლის ბიუჯეტი 20 194 735 ლარით დამტკიცებულია
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მთავრი განსახილველი საკითხი 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი და ბიუჯეტში შემავალი პროგრამები იყო.
გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 20 194 735 ლარით განისაზღვრა, რომელიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროგრამების განხორციელებისათვის გადანაწილდა.
მათ შორის;
განათლება 5 259231 ლარი. კაპიტალური ხარჯებისათვის 7331197 ლარი გამოიყოფა.
თავდაცვა 93200 ლარი.
ეკონომიკური საქმიანობა 2 218 140 ლარი.
გარემოს დაცვა 1 195 000 ლარი. ჯანმრთელობის დაცვა 496 340 ლარი. სოციალური დაცვა 701 403 ლარი. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამები 2019 წელთან შედარებით 107857 ლარით გაიზრდა. დაემატა ახალი პროგრამები, ახალი პროგრამა დაემატა ასევე სოფლის მეურნეობის სამსახურს.
მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრები არ დასწრებიან.