ფოლკლორული ღონისძიება ახალშენში

ფოლკლორული ღონისძიება ახალშენში

დღეს ახალშენში კულტურის სახლის მიმდებარედ ჩატარდა ფოლკლორული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალშენისა და ორთაბათუმის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი და ფოლკლორული ჯგუფები. აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო ფერიის კლუბი. ღონისძიების დასასრულს ფასიანი საჩუქრები გადაეცა ხალხური რეწვის წარმომადგენლებს და ინდივიდუალურ შემსრულებლებს.