12 აგვისტო - ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე
12 აგვისტო - ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე
12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმი აჭარისა და გურიის რეგიონებს აერთიანებს და მისი მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ის განხილვა და ახალგაზრდების ჩართულობა მისი შემუშავების პროცესში.
ღონისძიებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები-ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის აქტიური წევრებიც შეუერთდნენ და მონაწილეობა მიიღეს სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.