იწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია

▪???? იწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია
▪ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა - ბათუმი ავარიული სახლების გარეშე. პროგრამის ფარგლებში 300-მდე ავარიული კორპუსი თანამედროვე, უსაფრთხო საცხოვრისით ჩანაცვლდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 150 მილიონი ლარის თავდებობას შესთავაზებს დეველოპერებს ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით.
▪ აჭარის მთავრობა უშვილობის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსებას იწყებს. წელს აღნიშნული პროგრამისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.
️▪ აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება. სტუდენტებს, რომელთაც მოცემული მომენტისთვის აქვთ დავალიანება და მათი სოციალური ქულა 150 000-მდეა, დაუფინანსდება გადასახადი. ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი გამოიყოფა.
️▪ ბათუმისთვის მნიშვნელოვანია ნაპირდაცვითი ღონისძიებების დროული და ეფექტიანი გატარება.
️▪ საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობით ბათუმში წყლის პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელება იწყება. მეხუთე ფაზის ფარგლებში ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემა მოეწყობა.
️▪ EBRD-თან მიღწეული შეთანხმებით გამოიყოფა ფინანსური რესურსი, რაც ცეცხლაურში ნარჩენების მართვის თანამედროვე ობიექტის ტექნიკურ აღჭურვას და ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვას მოხმარდება.
️▪ ქობულეთში ეკომიგრანტი ოჯახების ხელშეწყობისა და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით იგეგმება სოციალური სახლის მშენებლობა