ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარაში

ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარაში
ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარაში
ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარაში
???? ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარაში", მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელებისთვის გამოკვლევები ჩატარდა.
➡ ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს დაავადების გავრცელების შემცირებას შერჩეულ რეგიონში. გლობალური ფონდის თანადაფინანსებით ელიმინაციის პირველ სამიზნედ შერჩეულ იქნა აჭარის რეგიონი, რაც განპირობებული იყო დაავადების მაღალი მაჩვენებლითა და ტურისტების რაოდენობის მატებით და ამიტომაც მნიშვნელოვანია რეგიონში ეპიდემიოლოგიურად კეთილსაიმედო გარემოს შექმნა.
➡,,ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის’’ მობილური ბრიგადების პარალელურად, დაავადებათა გამოვლენის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ,,C ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგი’’, რაც გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებებში ბენეფიციართა აქტიური ტესტირებას.