ანონსი: რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ანონსი:
22 ივლისს, 11:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
საზოგადოების წარმომადგენლები მემორიალს ყვავილებით შეამკობენ. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და რეპრესირებულთა ოჯახის წევრები დაესწრებიან.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ლექციას წაიკითხავს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი, ისტორიკოსი რამაზ სურმანიძე.
22 ივლისი ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა.